ფეხბურთი

2:00 | 23.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის "უოტფორდი" ისევ დამარცხდა, წიტაიშვილი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-11 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „ლიდს იუნაიტედს“ ესტუმრა და 1:2 წააგო.

„უოტფორდმა“ ორი გოლი საწყის 7 წუთში გაუშვა და მერე გაუჭირდა თამაშის მობრუნება. მეორე ტაიმის სტარტზე სტუმრებმა ერთი გოლი გაქვითეს, მაგრამ ქულა ვერ გადაარჩინეს. ჩაკვეტაძე მოედანზე შეუცვლელად იყო.

„უოტფორდი“ ჩემპიონშიფში 11 ტურის შემდეგ 16 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 ოქტომბერს, „ბლექბერნს“ უმასპინძლებს.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-11 ტურში გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“ სტუმრად „კასტელონი“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

ქართველი ფეხბურთელი ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა და 65-ე წუთიდან ითამაშა. „გრანადა“ ძალიან კარგ ფორმაშია, ზედიზედ მეოთხედ მოიგო და 19 ქულით უკვე მეორე ადგილზეა, არადა, ცოტა ხნის წინ გასავარდნ ზონასთან იყო ახლოს, სანამ მწვრთნელს შეცვლიდნენ.

1.54189