საქართველოს თასის მეოთხედფინალში „გაგრამ“ სტუმრად „დინამო თბილისი 2“ დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
„გაგრა“ გიორგი ხარებაშვილმა ულამაზესი გოლით დააწინაურა, რასაც მეორე ტაიმში ნოდარ ქავთარაძის და გოგა გოგოლაძის გოლები მოჰყვა. შედეგად, ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა გამარჯვება ადვილად მოიპოვა.
„გაგრა“ საქართველოს თასის მეოთხე ნახევარფინალისტია. მანამდე ნახევარფინალში „დინამო თბილისი“, „სპაერი“ და ფოთის „კოლხეთი“ გავიდნენ.
„დინამო თბილისი 2“ – „გაგრა“ 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 ხარებაშვილი (32), 0:2 ქავთარაძე (54), 0:3 გოგოლაძე (88)