ფეხბურთი

16:30 | 22.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

კასანო: "კვარაცხელიაზე დე ლაურენტისის განცხადება სიგიჟეა, ბომბი ისროლა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზე კომენტარი გააკეთა და აურელიო დე ლაურენტისის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან თქვა, კვარაცხელიას სიტუაცია ძალიან ჰგავს იმას, რაც ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით უკვე მოხდა.

„ეს არის ჩვეულებრივი კინო კონტრაქტის განახლებაზე, რადგან რაც უფრო გვიან გაუხანგრძლივებ ფეხბურთელს კონტრაქტს, მით უფრო მეტ ფინანსურ მოგებას ნახავ. ეს ჰგავს იმ სიტუაციას, რაც ოსიმენთან დაკავშირებით უკვე ვნახეთ. ჩემთვის სიგიჟეა დე ლაურენტისის სიტყვები, რომ კვარაცხელიას გაყიდვის შემთხვევაში ადვილად შეცვლიან. ეს მოლაპარაკებების პარალელურად ბომბის აფეთქებას ჰგავს, არადა, საჭიროა ბიჭი მშვიდად იყოს, რადგან მიმდინარე სეზონში ჯერ კიდევ არ გვინახავს ნამდვილი კვარაცხელია“, - თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ის ამჟამად გუნდში 1.5 მილიონი ევროთი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

0.107853