ჩეხეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში ვახტანგ ჭანტურიშვილმა პრაღის „სლავიას“ ულამაზესი გოლი გაუტანა.
ქართველმა 66-ე წუთზე შორი მანძილიდან მეტოქის კარის ცხრიანი დალაშქრა და სხვაობა შეამცირა (1:2), მაგრამ დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და „იაბლონეცი“ 1:2 დამარცხდა.
ჭანტურიშვილს ჩეხეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.
„იაბლონეცი“ 11 ტურში მოპოვებული 17 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 26 ოქტომბერს, ოლომოუცის „სიგმას“ ესტუმრება.