ფეხბურთი

18:00 | 21.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორიას ტრავმა სერიოზული არ გამოდგა

საქართველოს ნაკრებისა და „ომონია არადიპუს“ მეკარემ, გიორგი ლორიამ ტრავმა მიიღო.

ქართველი კიპერი კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში ნიქოზიის „აპოელთან“ მატჩში დაშავდა და 63-ე წუთზე შეცვალეს. მან ბარძაყის ტრავმა მიიღო, თუმცა, როგორც გაირკვა, დაზიანება საგანგაშო არაა და შეიძლება მომდევნო მატჩშივე ითამაშოს.

აქვე გეტყვით, რომ გიორგი ლორიამ კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა.

0.101687