ფეხბურთი

13:16 | 21.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

პოლონელი ფეხბურთელის უცნაური თამაში: შეცვლაზე შევიდა, ორი გოლი გაიტანა, ერთი არ ჩაუთვალეს და გააძევეს

პოლონეთის ჩემპიონატში „რაკუვმა“ „პოგონი“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა და მატჩის მთავარი მოქმედი პირი მატეი როდინი იყო.

„რაკუვის“ ფეხბურთელი თამაშში 82-ე წუთზე ჩაერთო. მან მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-9 წუთზე გოლი გაიტანა, რის შემდგომაც მაისური გაიხადა და ყვითელი ბარათი დაიმსახურა. შემდეგ გოლი VAR-მა გააუქმა, ყვითელი ბარათი კი, ძალაში დარჩა.

კომპენსირებულ მე-13 წუთზე როდინმა ისევ მოახერხა გოლის გატანა, რომელიც აღარ გააუქმეს და შესაბამისად, გამარჯვების გოლის ავტორი მაინც გახდა. მეორე გოლის მერე როდინმა მაისური გაიხადა, ისევ გააფრთხილეს, შესაბამისად, ორი ყვითელი ბარათისთვის წითელი ბარათი დაიმსახურა და გააძევეს.

0.119315