ფეხბურთი

1:20 | 21.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" "სევილია" გაანადგურა: ფლიკის გუნდი შეუჩერებელია

„ბარსელონა“ ლა ლიგაში უბრალოდ დაფრინავს. ჰანსი ფლიკის გუნდმა მორიგი შეხვედრა, ისევ დიდებული ფეხბურთით.

„ბარსამ“ მე-10 ტურში „სევილია“ 5:1 გაანადგურა, დუბლი შეასრულეს რობერტ ლევანდოვსკიმ და პაბლო ტორემ, ერთიც პედრიმ გაიტანა.

„ბლაუგრანამ“ 10 მატჩიდან 9 მოიგო, 27 ქულა აქვს, ლიდერია და 10 ტურში 33 გოლი გაიტანა, რაც ფანტასტიკური შედეგია. კატალონიელები მომდევნო ტურში 26 ოქტომბერს, „რეალს" ესტუმრებიან, რომელსაც 3 ქულით უსწრებენ. ასე რომ, წინ "ელ კლასიკოა".

„ბარსელონა“ – „სევილია“ 5:1 (3:0)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (24), 2:0 პედრი (28), 3:0 ლევანდოვსკი (39), 4:0 ტორე (82), 4:1 უდომბო (87), 5:1 ტორე (88)

0.106761