ფეხბურთი

22:15 | 20.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" "ჩელსი" დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა

ინგლისის პრემიერლიგის მერვე ტურში „ლივერპულმა“ „ჩელსი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა.

არნე სლოტის გუნდი 29-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა დააწინაურა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა. მეორე ნახევრის სტარტზე, 48-ე წუთზე ნიკოლას ჯექსონმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. თუმცა ლონდონელთა სიხარული ნაადრევი გამოდგა, რადგან სამ წუთში კერტის ჯონსმა ისევ წინ გაიყვანა თავისიანები.

დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და „წითლებმა“ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს.

„ლივერპული“ 21 ქულით ლიდერობს პრემიერლიგას, მომდევნო ტურში კი, 27 ოქტომბერს, „არსენალს“ ესტუმრება. „ჩელსი“ 14 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო დამდეგ უიქ-ენდზე „ნიუკასლს“ უმასპინძლებს.

0.114453