იტალიური მედია „ნაპოლისთან“ „ემპოლის“ მცველის საბა გოგლიჩიძის თამაშს გამოეხმაურა.
მან კარგი შეფასება დაიმსახურა, რაც ლოგიკურია, რადგან კარგად ითამაშა.
Calciomercato 6 ქულა: „თანამემამულე კვარაცხელია საერთო შეზღუდა“.
La repubblica 6 ქულა: „მომთმენი და კონცენტრირებული. თავის ზონაში თითქმის არაფერი მიუღია“.
Tuttomercaweb 6 ქულა: „მშვენიერი დაპირისპირება თანამემამულე კვარაცხელიასთან. როდესაც მასთან ერთი-ერთზე დარჩა, ფეხები არ უკანკალებდა“.
Pianetaempoli 6.5 ქულა: „კვარაცხელიას აჯობა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. თანამემამულეს საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალებას არ აძლევდა“.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში საბა გოგლიჩიძემ 6 მატჩი ჩაატარა. „ემპოლი“ 10 ქულით მე-11 პოზიციაზეა და „პარმას“ 27 ოქტომბერს, სტუმრად დაუპირისპირდება.