ფეხბურთი

15:45 | 20.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ნეიმარი სათამაშოდ მზადაა

ზუსტად ერთწლიანი პაუზის შემდეგ ნეიმარი ფეხბურთს უბრუნდება. ბრაზილიელი მძიმე ტრავმისგან გამოჯანმრთელდა.

ნეიმარი „ალ-აინის“ წინააღმდეგ „ალ-ჰილალის“ განაცხადშია და შეიძლება მოედანზეც გავიდეს.

მან ბოლოს ერთი წლის წინ, სწორედ ოქტომბერში ითამაშა და მას შემდეგ უფეხბურთოდ იყო.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „ალ-ჰილალს“ 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა და ტრავმამდე მხოლოდ 5 მატჩის ჩატარება მოასწრო.

0.115227