ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport-ი წერს, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის საკითხი, რაც შეიძლება მალე უნდა მოაგვაროს და ასევე, გამოცემა იმედოვნებს, რომ კვარაცხელიას ვიქტორ ოსიმენის დასასრული არ ექნება.
„კვარაცხელია, რაც შეიძლება მალე ისევ უნდა ვნახოთ მოედანზე მთელი თავისი ბრწყინვალებით. თუმცა, არის კიდევ ერთი მიზანი, რომელიც მეორეხარისხოვანი სულაც არაა. მეტიც, ფუნდამენტურია, თუ აუცილებელი არა, რომ კონტრაქტის განახლების ამბავმა ფეხბურთელზე არ მოახდინოს ის გავლენები, რაც ერთი წლის წინ იყო ოსიმენის შემთხვევაში, რამაც ნიგერიელის სეზონზე გავლენა იქონია. არავითარი პარალელი, ოსი ოსია, კვარა კვარაა, მაგრამ ეს პრობლემა, რაც შეიძლება სწრაფად მოსაგვარებელია“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და სეზონში 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რითაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.