ფეხბურთი

14:25 | 20.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: "ნაპოლიმ" კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე შეთავაზების მაქსიმალური ზღვარი დააწესა

ცნობილი იტალიური გამოცემა Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ სეზონში მაქსიმუმ 6 მილიონ ევროს სთავაზობს და ამაზე მეტის შეთავაზებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის გარემოცვის მოთხოვნა 8 მილიონია.

„ნოემბრის დასაწყისში მის გარემოცვასა და „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას შორის ახალი შეხვედრაა დაგეგმილი, რათა შეაჯერონ პოზიციები, რომლებიც ჯერ კიდევ ძალიან შორსაა.

პსჟ-სთვის უარის თქმის შემდეგ კვარას აგენტმა დე ლაურენტისს 2029 წლამდე კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ სეზონში 8 მილიონი ევრო მოსთხოვა. ეს კი, ნაპოლის ბიუჯეტს სცდება, რადგან გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ლუკაკუა, რომელიც ბონუსების ჩათვლით 6 მილიონს იღებს. ეს არის მაქსიმალური ზღვარი, რომელიც კლუბმა ქართველის ახალ კონტრაქტში მიმართებაში დააწესა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და სეზონში 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რითაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.110761