ფეხბურთი

12:25 | 20.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის გოლი MLS-ში, "ატლანტა" პლეი-ოფში გავიდა (+VIDEO)

MLS-ს რეგულარული სეზონის ბოლო ტურში საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედმა“ სტუმრად „ორლანდო სიტი“ 2:1 დაამარცხა, ქართველმა კი, გოლი გაიტანა.

ლობჟანიძემ მეშვიდე წუთზე ანგარიში გახსნა და თავის გუნდს მოგებაში დაეხმარა. საბამ რეგულარული სეზონი 30 მატჩში 9 გოლით და 6 საგოლე პასით დაასრულა.

„ატლანტა იუნაიტედი“ MLS-ის 1/16-ფინალში „მონრეალს“ დაუპირისპირდება.

0.116357