ფეხბურთი

11:08 | 20.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" პირადი რეკორდი სერია A-ში

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს განვლილ 8 ტურში ერთადერთი გოლი გაუშვა, რითაც პირადი რეკორდი დაამყარა.

ისტორიაში პირველად, „ბიანკონერიმ“ სერია A-ს საწყის 8 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა - უკეთესი შედეგი ამ მონაკვეთისთვის არასდროს ჰქონია.

აქამდე ტურინელთა საუკეთესო შედეგი იყო 8 ტურში გაშვებული 2 გოლი (1966-1967, 1986-1987, 2004-2005 და 2005-2006 წლების სეზონებში), ახლა ეს შედეგი გააუმჯობესა.

აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსმა“ ეს ერთადერთი გოლი „კალიარისგან“ გაუშვა, ისიც პენალტით და მატჩის მიწურულს.

0.115171