ბოსნიის ჩემპიონატის მე-10 ტურში „სარაევომ“ „ველეზ მოსტარი“ 4:0 გაანადგურა, ხოლო გიორგი გულიაშვილმა ისევ გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი 53-ე წუთზე დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში 3:0 გახადა. აღსანიშნავია, რომ გიორგი გასულ სეზონში „ველეზ მოსტარში“ იჯარით თამაშობდა, ასევე, თავისი ყოფილი კლუბი დაამწუხრა. გარდა ამისა, გულიაშვილმა ორი საგოლე პასიც მიითვალა.
23 წლის თავდამსხმელმა ბოსნიის ჩემპიონატში ჩატარებულ მეცხრე მატჩი მეცხრე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ლიდერია, უახლოეს მდევარს სამი გოლით უსწრებს. გიორგის ერთი გოლი ამ სეზონში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც აქვს გატანილი.
„სარაევო“ 21 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 26 ოქტომბერს, „სლობოდას“ ესტუმრება.