ფეხბურთი

23:52 | 19.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

კეინის ჰეთ-თრიქმა „ბაიერნს“ ბუნდესლიგაში „შტუტგარტთან“ გამანადგურებელი გამარჯვება მოუტანა

ბუნდესლიგის მე-7 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში, „ბაიერნმა“ „შტუტგარტს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

შეხვედრის მთავარი გმირი მიუნხენელთა შემტევი, ჰარი კეინი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი მიითვალა (57-ე, 60-ე და 80-ე წუთებზე), ჯამში 8 გოლი მოუგროვდა და ერთით ჩამორჩება საუკეთესო ბომბარდირს, „აინტრახტის“ ეგვიპტეელ შემტევს, ომარ მარმუშს.

ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე კი გარემარბმა კინგსლი კომანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:0..

„ბაიერნს“ ამჟამად 17 ქულა აქვს და ბუნდესლიგის ცხრილში პირველ ადგილზეა. „შტუტგარტმა“ კი ცხრა ქულა დააგროვა და მერვე ადგილზე დგას.

გერმანია. ბუნდესლიგა. მე-7 ტური. 19 ოქტომბერი: ბაიერი - აინტრახტი 2:1, ჰოფემჰაიმი - ბოხუმი 3:1, ფრაიბურგი - აუგსბურგი 3:1, მაინცი - ლაიპციგი 0:2, გლადბახი - ჰაიდენჰაიმი 3:2, ბაიერნი - შტუტგარტი 4:0.

0.119398