სერია A-ს მე-8 ტურის მატჩში, დღეს, 19 ოქტომბერს, „მილანმა“ „უდინეზეს“ უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მილანელთაგან ერთადერთი გოლი სამუ ჩუკვუეზემ გაიტანა მე-13 წუთზე.
შეგახსენებთ, რომ მასპინძლები 29-ე წუთიდან კაცნაკლულნი თამაშობდნენ, თეიანი რეინდერსის გაძევების გამო.
ამ დროისთვის მილანელებს 14 ქულა მოუგროვდათ და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე არიან. 13-ქულიანი „უდინეზე“ მეექვსეზეა.