ყაზახეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში ალმატის „კაირატმა“ „ტურანი“ 5:1 გაანადგურა, ერთი გოლი კი, გიორგი ზარიამ გაიტანა.
სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გახსნა ანგარიში მატჩის მე-18 წუთზე და სტუმართა განადგურებას სათავე დაუდო. 27 წლის შემტევს ყაზახეთის პრემიერლიგის 20 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.
„კაირატი“ 38 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 26 ოქტომბერს, „ჟეტისუს“ ესტუმრება.