სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ ფეხბურთელმა ედინ ჯეკომ ჩემპიონთა ლიგის 2023 წლის ფინალი გაიხსენა, როცა ძირითად შემადგენლობაში იყო („ინტერის“ მაისურით), ხოლო რომელუ ლუკაკუ სათადარიგო სკამზე.
„ყველას შეუძლია ლაპარაკი, მაგრამ მე ამას ვიტყვი: თქვენი აზრით, მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში იმაზე ნაკლებად ძლიერ ფეხბურთელს დააყენებს, ვინც სათადარიგო სკამზეა? მშვიდად ვიყავი, ვიცოდი, რისი მიცემა შემეძლო ინტერისთვის. რა თქმა უნდა, ლუკაკუ გულდაწყვეტილი იყო, ძირითადში რომ ვერ მოხვდა, ეს ბუნებრივია. თუმცა, შეცვლაზე შევიდა. 30 წუთი ჰქონდა განსხვავება შეექმნა, თანაც ის მოედანზე 0:0-ზე შეიყვანეს, მაგრამ როგორც დასრულდა მატჩი, ყველამ ვიცით”, - თქვა ჯეკომ.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერი“ „მანჩესტერ სიტისთან“ 0:1 დამარცხდა.