ფეხბურთი

12:20 | 19.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნანიმ გულშემატკივარს თავისი მაისური წაართვა

ვეტერანი პორტუგალიელი ფეხბურთელი ნანი, რომელიც კარიერის ბოლოს „ეშტორილში“ თამაშობს, მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა.

პორტუგალიელ ფეხბურთელს სტადიონთან „ეშტორილის“ გულშემატკივარი დახვდა, რომელმაც მას მაისური მიაწოდა ავტოგრაფისთვის... თუმცა, ნანიმ, როდესაც თავისი მაისური დაინახა, გულშემატკივარს ჰკითხა, საიდან ჰქონდა ეს მაისური, მისგან კი მიიღო პასუხი, რომ შეიძინა.

თუმცა, ნანიმ ეს არ დაიჯერა - გულშემატკივარს არათუ ავტოგრაფი არ მისცა, არამედ მაისური წაართვა და მანქანით ადგილი დატოვა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გულშემატკივარს უთხრა, რომ ეს მაისური მას ევრო 2016-ზე ეცვა და მოგვიანებით მოპარეს, ამიტომაც, ახლა თავისი მაისური დაიბრუნა...

შეგახსენებთ, რომ ნანის კარიერის უმეტესი და ყველაზე წარმატებული ნაწილი „მანჩესტერ იუნაიტედში“ აქვს გატარებული.

0.130309