კალათბურთი

0:09 | 19.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 17 ქულა ევროლიგაში

ევროლიგის მეოთხე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ „მონაკოს“ ესტუმრა და წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია, რომლის შემდეგ ერთი ქულით იგებდა.

თუმცა, მესამე-მეოთხე პერიოდში იტალიელებმა ვერაფერი გააწყვეს და საბოლოოდ, 85:101 დამარცხდნენ.

თორნიკე შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 29 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. შენგელიამ 10-დან 5 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

„ვირტუსი“ ევროლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ თამაში არ მოუგია და ოთხი წაგებით ბოლო ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 23 ოქტომბერს, „პარტიზანს“ ესტუმრება.

0.132716