ფეხბურთი

18:48 | 18.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ამჟამად დილემა კვარაცხელიას და ნერეშს შორის მაქვს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ემპოლისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ისაუბრა დავიდ ნერეშზე და აღნიშნა, რომ სათადარიგო სკამზე მისი დატოვება უჭირს.

როგორც კონტემ თქვა, ამჟამად დილემა ნერეშსა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის აქვს:

„ნერეში ჩვენთან მოსვლიდან დღემდე სხვა ფეხბურთელია. დაახლოებით ისეთი სიტუაცია იყო, როგორც ლუკაკუზე: როცა იცი, რომ გუნდიდან უნდა წახვიდე და ტრანსფერს ელოდები, გინდა ვარჯიში, მაგრამ გონებით მაინც ცოტა სხვაგან ხარ. დღეს კი, ნერეში არის ფეხბურთელი, რომლის სათადარიგო სკამზე დატოვება მიჭირს. ამ მომენტში დილემა მას და ხვიჩას შორისაა, თვისებებიდან, შემტევი უნარებიდან, ასევე ბურთის გარეშე თამაშიდან გამომდინარე. უნდა გვესმოდეს, რომ ბალანსი ყველაფრის საფუძველია. ეჭვგარეშეა, რომ ნერეშს შეუძლია ძირითად შემადგენლობაში თამაში და მზადაა. ჩვენ ახლახან დავიწყეთ გუნდის რეკონსტრუქცია, ჯანსაღი კონკურენცია საჭიროა, ყველამ იცის, რომ მის უკან ვიღაც არის და ამიტომ ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

„ემპოლის“ ყურადღებით უნდა მოვეპყროთ, ყველა მეტოქეს შეუქმნა პრობლემები, ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. მომწონს ნეაპოლში ცხოვრება, მაგრამ შემდეგ, როცა ქალაქში გავდივარ, მეუბნებიან: „მისტერ, სკუდეტო გვინდა“. და მე ვპასუხობ: „მოთმინება იქონიეთ“. ჯერ მხოლოდ შვიდი ტური გავიდა. გამარჯვებები ერთ დღეში არ შენდება, მოთმინებაა და მყარი საფუძველია საჭირო“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ემპოლისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 14:30 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.11313