ფეხბურთი

17:31 | 18.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში

ჩინეთის სუპერლიგის 28-ე ტურში ვაკო ყაზაიშვილის „შანდონ ტაიშანმა“ „ტიანჯინი“ 4:1 დაამარცხა, ქართველი კი გოლით და საგოლე პასით გამოირჩა.

ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 37-ე წუთზე გოლი გაიტანა, რითაც ანგარიში 2:0 გახადა, ხოლო 47-ე წუთზე თანაგუნდელსაც დაეხმარა გატანაში.

31 წლის ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ჩინეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 27 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, გარდა ამისა, 3 გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა, ორიც ჩინეთის თასზე.

„შანდონ ტაიშანი“ 28 ტურის შემდეგ 44 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 27 ოქტომბერს, „ჟეიანს“ შეხვდება.

0.111114