ფეხბურთი

16:00 | 18.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძის ფასი 5 მილიონ ევრომდე გაიზარდა

ცნობილმა პორტალმა Transfermarkt-მა იტალიაში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა.

„ემპოლის“ მცველის, საბა გოგლიჩიძის ღირებულება კი, ძალიან გაიზარდა. ქართველი მცველი აქამდე სულ რაღაც 300 000 ევროდ იყო შეფასებული, ახლა კი, მისი ფასი 5 მილიონი ევრო გახდა! ცხადია, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საბამ სერია A-ში ზედიზედ 5 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ძალიან კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

გოგლიჩიძე ღირებულებით მესამეა „ემპოლიში“ ლორენცო კოლომბოსა და იაკოპო ფაცინის შემდეგ, საქართველოში მეოთხე ადგილს იყოფს ოთარ კიტეიშვილთან, ირაკლი აზაროვთან და ზურიკო დავითაშვილთან ერთად, ჩამორჩება რა მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას (80 მილიონი), გიორგი მამარდაშვილსა (45 მილიონი) და გიორგი მიქაუტაძეს (20 მილიონი).

მსოფლიოში ის ფასით 1 898-ეა, მარჯვენა ცენტრალურ მცველებში 327-ე, 2004 წელს დაბადებულებში მე-80, ხოლო სერია A-ში 226-ე.

საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ უახლოეს მატჩს 20 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ნაპოლისთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.109341