ფეხბურთი

15:20 | 18.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "მბაპეს თავისუფალი დღე ჰქონდა და სადაც სურდა იქ წავიდა"

მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სტოკჰოლმში ღამის კლუბში შენიშნეს.

იტალიელი სპეციალისტი ამაში პრობლემას ვერ ხედავს და აღნიშნა, რომ კილიანს თავისუფალი დღე ჰქონდა.

„ფეხბურთელების მოგზაურობის სააგენტო არ მაქვს. მათ შეუძლიათ წავიდნენ, სადაც უნდათ, როცა დასვენების დღეები ექნებათ. მბაპეს თავისუფალი დღეები ჰქონდა. მაგალითად, მე ლონდონში წავედი და ეს არავისთვის უნდა მეკითხა“, - თქვა ანჩელოტიმ.

0.119403