ფეხბურთი

12:37 | 18.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" გიორგი ჭიაბრიშვილმა ჩაიბარა

ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ამიერიდან აჭარულ კლუბს სათავეში გიორგი ჭიაბრიშვილი ჩაუდგება. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დადასტურდა.

ქართველმა სპეციალისტმა ანდრეი დემჩენკო შეცვალა, რომელიც გუნდიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს. ჭიაბრიშვილის კონტრაქტის ხანგრძლივობა და სხვა დეტალები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

"დინამო ბათუმი" ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 28 ტურის შემდეგ, 42 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება. 45 წლის სპეციალისტის დებიუტი დღეს, 20:00 საათზე "გაგრასთან" საშინაო შეხვედრაში შედგება.

გიორგი ჭიაბრიშვილს სხვადასხვა დროს: "ზესტაფონის", "საბურთალოს", "ლოკომოტივისა" და "დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი იყო.

0.118192