ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ სამწვრთნელო ლიცენზია აიღო.
37 წლის ბონუჩი უკვე უეფას B კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიის მფლობელია, რომლის წყალობითაც იტალიის სერია B-ს კლუბებში მუშაობა შეუძლია, ასევე, სერია A-ს კლუბების ახალგაზრდულ გუნდებში.
ლეონარდო უახლოეს მომავალში A კატეგორიის ლიცენზიის აღებასაც გეგმავს. მან კარიერის დასრულებისთანავე განაცხადა, რომ მწვრთნელობა და მომავალში ტურინის „იუვენტუსში“ მუშაობა სურს.
ლეონარდო ბონუჩიმ საფეხბურთო კარიერა გასულ ზაფხულს დაასრულა.