ფეხბურთი

11:06 | 18.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ: "ნაკრებში არ წავედი, რადგან ახლა საუკეთესო ფორმაში დაბრუნება მჭირდება"

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ განაცხადა, რომ ოქტომბერში ბელგიის ნაკრებში თამაშზე უარი თვითონ თქვა.

ბელგიელის განცხადებით, ახლა კლუბში კარგად მომზადება სჭირდება, რათა საუკეთესო ფორმაში დაბრუნდეს.

„ნაკრებში არ წასვლა ჩემი გადაწყვეტილებაა. ზაფხულში მომზადება არ გამივლია და ახლა მჭირდება კლუბში მუდმივად ვარჯიში, რატომ უნდა წავსულიყავი ახლა ნაკრებში, როცა „ნაპოლიში“ წინსვლა მაქვს და ნელ-ნელა ფორმაში ვბრუნდები? არ მაქვს ის ცეცხლი, რომლითაც ნაკრებში ყოველთვის ვთამაშობდი, მაგრამ 2026 წლის მუნდიალზე თამაში მინდა, ეს ჩემი მოტივაციაა“, - თქვა ლუკაკუმ.

შეგახსენებთ, რომელუ ლუკაკუ ბელგიის ნაკრებში არც სექტემბერში ყოფილა და არც ოქტომბერში, ორივე შემთხვევაში მან კლუბში მომზადება ამჯობინა.

0.119042