კალათბურთი

0:06 | 18.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიგა ჯანელიძის 5 ქულა ფიბა ევროთასზე

ფიბა ევროთასის მეოთხე ტურში გიგა ჯანელიძის „ვენეცია“ „ვალენსიასთან“ 83:105 დამარცხდა.

იტალიელებმა მეორე და მესამე პერიოდი დიდი სხვაობით წააგეს და საბოლოოდ, მარცხიც ამან განაპირობა.

ჯანელიძემ 21 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 5 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა უშეცდომოდ ისროლა - ერთიდან ერთი ორქულიანი და ერთიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო.

„ვენეცია“ ერთი მოგებით და სამი წაგებით 10-გუნდიან ჯგუფში მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 22 ოქტომბერს, „ჰამბურგს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117407