ფეხბურთი

21:20 | 17.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

იაშვილი: "ბრძოლისთვის მზად ვართ, მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ შეგვხვდებოდა"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ შეხვდებოდათ, რადგან ნაკრებმა აქცენტი საკუთარ თავზე უნდა გააკეთოს.

„პირველ რიგში ვულოცავ გულშემატკივარს ამ წარმატებას. უდიდესი გამოცდილება მივიღეთ, როდესაც ევროპის ჩემპიონატის მასპინძლები ვიყავით. ხორვატიას დიდი წარდგენა არ სჭირდება. ჩვენთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ იქნებოდა ჩვენი მეტოქე, მთავარია ჩვენს თავს შევხედოთ და მზად ვართ ბრძოლისთვის ნებისმიერ მეტოქესთან. ახლა მწვრთნელები შეისწავლიან მეტოქეს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისტორიული შედეგი გავიმეოროთ და მეორედ ვითამაშოთ ფინალურ ეტაპზე. ხაზს გავუსვამ გულშემატკივრის როლს, მათთან ერთად სახლში ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია და ველოდებით სტადიონზე“, - თქვა იაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველო ხორვატიას 15 ნოემბერს უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს ესტუმრება. წყვილში გამარჯვებული (ორი მატჩის ჯამში) გუნდი ფინალურ ეტაპზე გავა.

ევროპის 21-წლამდე 2025 წლის ჩემპიონატი 12-29 ივნისს სლოვაკეთში გაიმართება. 16 ნაკრები ოთხ 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდება, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო მეოთხედფინალიდან გააგრძელებს ბრძოლას.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა პირველად დაძლია შესარჩევ ეტაპზე ჯგუფური ეტაპი. რამაზ სვანაძის გუნდი ევრო 2023-ის მონაწილეა, მაგრამ მაშინ მასპინძლობის გამო საგზური ავტომატურად ერგო და მეოთხედფინალამდეც მივიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში წააგო და ცოტა დააკლდა ნახევარფინალამდე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12274