ფეხბურთი

14:12 | 17.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2025-ის პლეი-ოფში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქე გაირკვა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება.

წილისყრის შედეგად, რამაზ სვანაძის გუნდს მეტოქეს ხორვატია ერგო. პირველი მატჩი საქართველოში გაიმართება, საპასუხო - ხორვატიაში.

პლეი-ოფის წყვილები ასეთია:

ფინეთი - ნორვეგია

ბელგია - ჩეხეთი

საქართველო - ხორვატია

საქართველო ხორვატიას 15 ნოემბერს უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს ესტუმრება. წყვილში გამარჯვებული (ორი მატჩის ჯამში) გუნდი ფინალურ ეტაპზე გავა.

ევროპის 21-წლამდე 2025 წლის ჩემპიონატი 12-29 ივნისს სლოვაკეთში გაიმართება. 16 ნაკრები ოთხ 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდება, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო მეოთხედფინალიდან გააგრძელებს ბრძოლას.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა პირველად დაძლია შესარჩევ ეტაპზე ჯგუფური ეტაპი. რამაზ სვანაძის გუნდი ევრო 2023-ის მონაწილეა, მაგრამ მაშინ მასპინძლობის გამო საგზური ავტომატურად ერგო და მეოთხედფინალამდეც მივიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში წააგო და ცოტა დააკლდა ნახევარფინალამდე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118245