ფეხბურთი

11:48 | 17.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

„შავი დღე ქვეყნისთვის"
ინგლისი ტუხელის ეროვნულ ნაკრებში დანიშვნას მწვავედ გამოეხმაურა

ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად გერმანელი თომას ტუხელის დანიშვნას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ქვეყანაში ბევრს მიაჩნია, რომ ეს მცდარი გადაწყვეტილება იყო. Daily Mail-მა კომენტარი გამოაქვეყნა.

„გარეთ საუთგეიტი შეიძლება არ იყო ყველასთვის იდეალური, მაგრამ მან ჩვენს ეროვნულ გუნდს იდენტობა შესძინა და ყველას მომავლის და შესაძლო წარმატების რწმენა გაგვიჩინა.

მას, როგორც ფეხბურთელსაც, ეცვა „სამი ლომის“ მაისურა და ყოველთვის მოჰქონდა ეს ძალა და სიამაყე თავის საქმეში. საუთგეიტი ევრო 1996-ზე როგორც მოთამაშე გავიდა ნახევარფინალში და ორჯერ ზედიზედ ფინალში, როგორც მწვრთნელი. ის ერთ-ერთი ჩვენგანი იყო.

ახლა გვყავს თომას ტუხელი, გერმანელი, რომელსაც სანაკრებო გამცდილება არ გააჩნია. ქვეყნის საფეხბურთო ასოციაცია კი უთავო ქათმივით პანიკურად დარბის. ლი კარსლი (ინგლისის ნაკრების ყოფილი დროებითი მწვრთნელი) შეიძლება არ იყო ის ადამიანი, რომელიც წარმატებას მოგვიტანდა, მაგრამ ვითომ ეს არჩევანი მართებულია? გვგონია, რომ ეს არის შავი დღე ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში” - ნათქვამია გამოცემის განცხადებაში.

51 წლის თომას ტუხელის წინა სამსახური მიუნხენის „ბაიერნი,“ გახლდათ, რომელიც მან 2024 წლის მაისში დატოვა. მანამდე ის ხელმძღვანელობდა ინგლისურ „ჩელსის,“ ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენს,“ დორტმუნდის „ბორუსიას“ და სხვა გერმანულ კლუბებს.

0.112933