ფეხბურთი

1:14 | 17.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალის შესარჩევი ეტაპი: ვინ რომელ კალათაშია ამჟამინდელი ვითარებით წილისყრისთვის
საქართველოს ნაკრების შემთხვევაში გადაწყვეტილია, რომ მესამე კალათაში იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრისთვის მესამე კალათაში იქნება. ეს უკვე გადაწყვეტილია. საკვალიფიკაციო ტურნირში 54 ევროპული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას და უმეტესობის შემთხვევაში უკვე გარკვეულია რომელ კალათაში იქნებიან ისინი.

კალათაში განაწილება მიმდინარე ერთა ლიგის შედეგებზეა დამოკიდებული, გარდა ამისა, ფიფას რეიტინგზე. ამიტომაც, ნოემბერში, ერთა ლიგის ბოლო ორ ტურში გაირკვევა საბოლოოდ, ყველა ნაკრები რომელ კალათაში იქნება. თუმცა, დარჩენილი ორი ტური ვერაფერს შეცვლის უმეტესობის შემთხვევაში.

ქვემოთ მოცემულია ხუთივე კალათა დღევანდელი მდგომარეობით, გამუქებულია ის ნაკრებები, რომლებიც გარანტირებულად იქნებიან შესაბამის კალათაში და ფრჩხილებში ამის პროცენტული ალბათობაც ასახულია.

I კალათა

საფრანგეთი (100%)
ესპანეთი (100%)
ინგლისი (100%)
ბელგია (100%)
ნიდერლანდები (100%)
პორტუგალია (100%)
იტალია (100%)
გერმანია (100%)

ხორვატია (99.96%)
შვეიცარია (96%)
დანია (88%)
ავსტრია (53%)

II კალათა

სერბეთი (71%)

უნგრეთი (80%)

პოლონეთი (88%)

უკრაინა (100%)
თურქეთი (100%)
შვედეთი (100%)
უელსი (100%)

საბერძნეთი (99.8%)

სლოვაკეთი (99.7%)

რუმინეთი (97%)

ჩეხეთი (93%)

ნორვეგია (76%)

III კალათა

შოტლანდია (81%)

სლოვენია (84%)

ირლანდია (100%)
ფინეთი (100%)
საქართველო (100%)
ალბანეთი (100%)
ჩრდ. მაკედონია (100%)
ისლანდია (100%)

ბოსნია (99.9%)

ჩრდ. ირლანდია (99.9%)

მონტენეგრო (99.5%)

ისრაელი (54%)

IV კალათა

ბულგარეთი (53%)

ლუქსემბურგი (100%)
ბელარუსი (100%)
სომხეთი (100%)
კოსოვო (100%)
ყაზახეთი (100%)
აზერბაიჯანი (100%)
ესტონეთი (100%)
კვიპროსი (100%)
ლატვია (100%)
ფარერები (100%)
ლიეტუვა (100%)

V კალათა

მოლდოვა (100%)
მალტა (100%)
ანდორა (100%)
გიბრალტარი (100%)
ლიხტანშტაინი (100%)
სან მარინო (100%)

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ 12 ჯგუფი შეიქმნება, საიდანაც ზოგი 5-გუნდიანი იქნება, ზოგიც 4-გუნდიანი.

5-გუნდიან ჯგუფებში შესარჩევი ტურნირი 2025 წლის მარტში დაიწყება, ხოლო 4-გუნდიანებში ივნისში, ბოლო ტურის მატჩები კი, 2025 წლის ნოემბერში ჩატარდება. 2026 წლის 26-31 მარტსაა დაგეგმილი პლეი-ოფის სტადია (ნახევარფინალები და ფინალები).

12 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები ავტომატურად მოიპოვებს მუნდიალის საგზურს. ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული 12 ნაკრები პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას, რომელსაც კიდევ 4 ნაკრები ერთა ლიგის შედეგების მიხედვით შეუერთდება. შესაბამისად, 16 ნაკრები ოთხ სხვადასხვა ბადეში განაწილდება და ნახევარფინალი/ფინალის სისტემით გაითამაშებენ დარჩენილ ოთხ საგზურს. აღსანიშნავია, რომ ერთა ლიგიდან პლეი-ოფის ოთხ საგზურს ის ნაკრებები მიიღებენ, რომლებიც ჩვეულებრივ შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში ვერც პირველ და ვერც მეორე ადგილზე გავლენ. წილისყრა 13 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118297