ფეხბურთი

23:34 | 16.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა: "მზად ვარ ხელფასის შემცირებაზე, ოღონდ ისევ "იუვეში" ვითამაშო, ჩემს გონებაში მხოლოდ ესაა"

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა პოლ პოგბამ განაცხადა, რომ მზადაა ხელფასის შემცირებას დათანხმდეს, რათა ისევ იტალიური გრანდის მაისურით ითამაშოს.

პოგბას დოპინგზე ჩავარდნის შემდეგ 4 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, მაგრამ ცოტა ხნის წინ სასჯელი შეუმცირდა და თამაში მომდევნო წლის მარტიდან შეეძლება.

„არ მქონია ტიაგო მოტასთან საუბრის საშუალება, მაგრამ ამის დროც მოვა. „იუვენტუსში“ თამაშზე ვფიქრობ, ჩემს გონებაში მხოლოდ ესაა. მზად ვარ, ხელფასიც შევიმცირო ისევ „იუვეში“ თამაშის გამო”, - თქვა პოგბამ.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას „იუვენტუსში“ 190 მატჩი აქვს ჩატარებული და 34 გოლი გაიტანა. მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი ხელფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ტურინული კლუბის ბიუჯეტისთვის დიდი დარტყმაა.

ამიტომ, იტალიური პრესა ვარაუდობს, რომ ფრანგთან კონტრაქტის გაწყვეტა იგეგმება, თუმცა, პოგბას ბოლო განცხადებიდან ირკვევა, რომ მას „ბიანკონერიში“ დარჩენა სურს.

0.115761