ესპანურმა „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „როდესი“ სტუმრად ძალიან ადვილად, 71:47 დაამარცხა.
ესპანელებმა მეორე პერიოდში მოიპოვეს 17-ქულიანი უპირატესობა, რაც გადამწყვეტი გამოდგა.
გიორგი შერმადინი მატჩის MVP იყო. ქართველმა ცენტრმა 21 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 9-დან 8 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
„ტენერიფე“ 2 მოგებით ჯგუფში ლიდერია, მომდევნო ტურში კი, 29 ოქტომბერს, სენტ ქენტინს“ სტუმრად შეხვდება.