ფეხბურთი

22:37 | 16.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალის შესარჩევი ეტაპის წილისყრა: საქართველო მესამე კალათაში იქნება

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 13 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ უეფამ ოფიციალურად გამოაცხადა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ 12 ჯგუფი შეიქმნება, საიდანაც ზოგი 5-გუნდიანი იქნება, ზოგიც 4-გუნდიანი.

5-გუნდიან ჯგუფებში შესარჩევი ტურნირი 2025 წლის მარტში დაიწყება, ხოლო 4-გუნდიანებში ივნისში, ბოლო ტურის მატჩები კი, 2025 წლის ნოემბერში ჩატარდება. 2026 წლის 26-31 მარტსაა დაგეგმილი პლეი-ოფის სტადია (ნახევარფინალები და ფინალები).

12 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები ავტომატურად მოიპოვებს მუნდიალის საგზურს. ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული 12 ნაკრები პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას, რომელსაც კიდევ 4 ნაკრები ერთა ლიგის შედეგების მიხედვით შეუერთდება. შესაბამისად, 16 ნაკრები ოთხ სხვადასხვა ბადეში განაწილდება და ნახევარფინალი/ფინალის სისტემით გაითამაშებენ დარჩენილ ოთხ საგზურს. აღსანიშნავია, რომ ერთა ლიგიდან პლეი-ოფის ოთხ საგზურს ის ნაკრებები მიიღებენ, რომლებიც ჩვეულებრივ შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში ვერც პირველ და ვერც მეორე ადგილზე გავლენ.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრაზე მესამე კალათაში იქნება განთესილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119434