ფეხბურთი

21:32 | 16.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტონი გვარდიოლას გაეხუმრა: "4 წელია გუნდი ვერ ვიპოვე, ფეხბურთი გაანადგურე"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ სანაკრებო პაუზით ისარგებლა და თავისუფალი დღეები იტალიაში გაატარა.

ის შეხვდა თავის ყოფილ თანაგუნდელებს, რობერტო ბაჯოსა და ლუკა ტონის. ამ უკანასკნელმა სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა:

„ცრუ ცხრიანი პეპ... შენ ფეხბურთი გაანადგურე, 4 წელია გუნდი ვერ ვერ ვიპოვე. შეგიძლია თქვა, რომ ცრუ ცხრიანს მხოლოდ მესისთან იყენებდი? მაგრამ მოგწონს ცენტრფორვარდები“, - უთხრა ტონიმ ესპანელ მწვრთნელს, რომელმაც სიცილით უპასუხა:

„რა თქმა უნდა, მომწონს, ჰაალანდი მყავს, სეზონში 60 გოლი გააქვს. ტრებლი ცენტრფორვარდით მოვიგე, მაგრამ ცენტრფორვარდი მაგარი უნდა იყოს, მიხვდი?“.

შემდეგ ისევ ტონიმ განაგრძო: „ე.ი. გუნდს ამიტომ ვერ ვპოულობ. კარგი, მაგრამ საკმარისი ცრუ ცხრიანები, მძიმე, ცენტრფორვარდები ჯობია“.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ტონი და პეპ გვარდიოლა „ბრეშაში“ თანაგუნდელები იყვნენ.

0.104302