ფეხბურთი

21:00 | 16.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის პრეზიდენტი: "ფიფამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი უნდა გააუქმოს, არავის აინტერესებს"

ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მოუწოდა, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გააუქმოს.

როგორც ტებასმა თქვა, ეს ტურნირი არავის აინტერესებს.

„ფიფამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი უნდა გააუქმოს. ეს ტურნირის ფეხბურთელებს არ აინტერესებთ, არც კლუბებს და არც თვითონ ფიფას“, - აღნიშნა ტებასმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2025 წლის ზაფხულში ამერიკაში ახალი ფორმატით უნდა გაიმართოს, რომელშიც 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობას.

0.115315