ფეხბურთი

19:17 | 16.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბიანკინი: "ჩემს პირველ სამუშაო დღეს კონტრაქტი კვარაცხელიამ გააფორმა, მისი გვარის დაწერაც ვერ შევძელი"

„ნაპოლის“ შემოსავლების სამსახურის უფროსმა ტომაზო ბიანკინიმ Corriere Dello Sport-თან ინტერვიუში გაიხსენა იტალიურ კლუბში პირველი სამუშაო დღეს.

მისი სიტყვებიდან ირკვევა, რომ კვარაცხელიას ტრანსფერი ჯერ კიდევ 2022 წლის დასაწყისში, იანვარში გადაწყდა, მაშინ, როცა აქამდე არსებული ცნობებით, „ნაპოლიში“ კვარას გადასვლა 2022 წლის გაზაფხულზე გადაწყდა.

თუმცა, ბიანკინიმ თქვა, რომ კონტრაქტი 2022 წლის 3 იანვარს გაფორმდა.

„დე ლაურენტისს პირველად მილანში, სასტუმროში შევხვდი. მხოლოდ ის საუბრობდა და მან მე ამირჩია. პირველი სამუშაო დღეს 2022 წლის 3 იანვარს მქონდა, რომელიც დაუვიწყარი იყო. ახალგაზრდა ფეხბურთელი მოვიდა ოფისში კონტრაქტის გასაფორმებლად, რომელიც ძალაში ივნისში შევიდოდა. მისი გვარის არათუ გამოთქმას, დაწერასაც ვერ ვახერხებდი, ის კვარაცხელია იყო“, - თქვა ბიანკინიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიმ“ 10 მილიონ ევროდ შეიძინა.

0.115296