ფეხბურთი

15:34 | 16.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "ვიცი, რომ ეს შეიძლება ჩემი ერთ-ერთი ბოლო თამაში იყო"

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ბოლივიასთან მატჩის (6:0) შემდეგ, რომელშიც ჰეთ-თრიქი შეასრულა და ორი საგოლე პასიც მიითვალა, კომენტარი გააკეთა.

„ნაკრებში თამაში ძალიან სასიამოვნოა, არგენტინელი გულშემატკივრის სიყვარულს ვგრძნობ. ჩემთვის ემოციური იმის მოსმენა, როგორ სკანდირებენ ჩეს სახელს და გვიყვარს სახლში თამაში.

დღემდე არ დამისახელებია თარიღი ან ვადა, როდემდე ვითამაშებ, უბრალოდ ვიცი, რომ სიამოვნებას მანიჭებს ეს ყველაფერი. ვიცი, რომ ეს შეიძლება ჩემთვის ბოლო მატჩებიდან ერთ-ერთი იყოს, ახალგაზრდა თანაგუნდელების გარემოცვაში თავს ისევ ბავშვად ვგრძნობ. სანამ ეს შეგრძნებები მექნება, შევძლებ თამაშის გაგრძელებას და ნაკრებში ჩემი წვლილის შეტანას“, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებში 189 შეხვედრაში 112 გოლი აქვს გატანილი.

0.116904