„ინტერის“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელს, ლაუტარო მარტინესს „ოქროს ბურთის“ მოგების იმედი აქვს.
როგორც მან თქვა, დაჯილდოებას დაესწრება და გამარჯვების სჯერა.
„პარიზში ვიქნები დაჯილდოების ცერემონიაზე, ჩემს მეუღლესთან ერთად წავალ იმ იმედით, რომ გავიმარჯვებ. ყველაფერს ვაანალიზებ და ვფიქრობ, შეიძლება მოვიგო. არ მინდა ვთქვა, რომ ვიმსახურებ, მაგრამ ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს. ვნახოთ, რა მოხდება იმ საღამოს“, - თქვა ლაუტარომ.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 28 ოქტომბერს გაიმართება.