სხვა

10:35 | 16.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცხოვრებაძის 4 გოლი ევროპის ლიგაზე

გიორგი ცხოვრებაძის „გუმერსბახი“ ევროპის ლიგის მეორე ტურში „ჰაფნარფიურდურს“ შეხვდა, რომელიც ძალიან ადვილად, 40:21 დაამარცხა.

გერმანელებმა უპირატესობა მატჩის პირველივე წუთებიდან მოიპოვეს და გამარჯვებაც არ გასჭირვებიათ.

გიორგი თავის გუნდს 4 გოლით დაეხმარა, თუმცა, ბევრი არ უთამაშია, ამის საჭიროება არ იყო.

„გუმერსბახი“ ჯგუფში ორი ტურის შემდეგ ორი მოგებით ლიდერია, მომდევნო ტურში, 22 ოქტომბერს კი, „ტულუზს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115379