ფეხბურთი

1:25 | 16.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა: ესპანეთი მეოთხედფინალში გავიდა, პორტუგალია უგოლო ფრეს დასჯერდა

უეფას ერთა ლიგის A და C დივიზიონების ორ-ორ ჯგუფში მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა, რითაც ოქტომბრის სანაკრებო ფანჯარა დაიხურა.

A დივიზიონი

I ჯგუფი

პირველი ჯგუფის მეოთხე ტურის ორივე მატჩი ფრედ დასრულდა. გლაზგოში შოტლანდია და პორტუგალია უგოლოდ დაშორდნენ, სამაგიეროდ, უხვგოლიანი გამოდგა პოლონეთისა და ხორვატიის მატჩი.

თავიდან პოლონელები იგებდნენ, შემდეგ 7 წუთში სამი გოლი გაუშვეს და ხორვატებმა დიდი ნაბიჯი გადადგეს მოგებისკენ, თუმცა, მასპინძლებმა იბრძოლეს და ქულა მაინც გადაარჩინეს - 3:3.

პორტუგალია 10 ქულით ლიდერია, ხორვატიას 7 ქულა აქვს, პოლონეთს 4 და შოტლანდიას - 1. მომდევნო ტურში პორტუგალია - პოლონეთი და შოტლანდია - ხორვატია შეხვდებიან.

პოლონეთი - ხორვატია 3:3 (2:3)

გოლები: 1:0 ჟიელინსკი (5), 1:1 სოსა (19), 1:2 შუჩიჩი (24), 1:3 ბატურინა (26), 2:3 ჟალევსკი (45), 3:2 შიმანსკი (68)

შოტლანდია - პორტუგალია 0:0 (0:0)

1. პორტუგალია 4 3 1 0 7 3 4 10
2. ხორვატია 4 2 1 1 7 6 1 7
3. პოლონეთი 4 1 1 2 7 9 -2 4
4. შოტლანდია 4 0 1 3 4 7 -3 1

IV ჯგუფი

ესპანეთის ნაკრებმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა სერბეთის ნაკრები 3:0 გაანადგურა. „ფურია როხა“ დიდ უპირატესობას ფლობდა და უფრო სოლიდურად მოგებაც შეეძლო.

მეორე შეხვედრაში შვეიცარია და დანია დაზავდნენ. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის ნაკრები ორჯერ იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მხოლოდ ის მოახერხა, რომ პირველი ქულა მოიპოვა მიმდინარე ტურნირზე.

ესპანეთი 10 ქულით გავიდა მეოთხედფინალში, დანიას 7 ქულა აქვს, სერბეთს 4 და შვეიცარიას ერთი.

მომდევნო ტურში ესპანეთი დანიას ესტუმრება, ხოლო შვეიცარია სერბეთს უმასპინძლებს.

ესპანეთი - სერბეთი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ლაპორტი (5), 2:0 მორატა (65), 3:0 ბაენა (77)

შვეიცარია - დანია 2:2 (2:1)

გოლები: 1:0 ფროილერი (26), 1:1 ისაკსენი (27), 2:1 ამდუნი (45), 2:2 ერიკსენი (69)

1. ესპანეთი 4 3 1 0 8 1 7 10
2. დანია 4 2 1 1 6 3 3 7
3. სერბეთი 4 1 1 2 2 5 -3 4
4. შვეიცარია 4 0 1 3 3 10 -7 1

C დივიზიონი

II ჯგუფი

C დივიზიონის მეორე ჯგუფში რუმინეთის ნაკრებმა სტუმრად ლიეტუვას აჯობა, ხოლო კოსოვომ კვიპროსი 3:0 დაამარცხა.

ამ ჯგუფში პირველობისთვის და B დივიზიონის საგზურისთვის რუმინეთი (12) და კოსოვო (9 ქულა) იბრძვიან.

კოსოვო - კვიპროსი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 რაჰმანი (30), 2:0 კრასნიქი (52), 3:0 საჰიტი (70)

ლიეტუვა - რუმინეთი 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 კუჩისი (7, პენ), 1:1 მარინი (18, პენ), 1:2 დრაგუში (65)

1. რუმინეთი 4 4 0 0 11 2 9 12
2. კოსოვო 4 3 0 1 9 4 5 9
3. კვიპროსი 4 1 0 3 1 10 -9 3
4. ლიეტუვა 4 0 0 4 3 8 -5 0

C დივიზიონი

III ჯგუფი

მესამე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა ბულგარეთი 5:0 გაანადგურა და გალიდერდა, ხოლო ბელარუსი შინ ლუქსემბურგის ნაკრებს დაუზავდა. ლუქსემბურგის გარდა, პირველ ადგილზე გასვლის რეალური შანსი ყველა ნაკრებს აქვს.

ბელარუსი 1:1 ლუქსემბურგი (0:0)

გოლები: 1:0 პოლიტევიჩი (54), 1:1 როდრიგეში (78)

ჩრდ. ირლანდია - ბულგარეთი 5:0 (3:0)

გოლები: 1:0 პრაისი (15), 2:0 პრაისი (29), 3:0 მიტოვი (32, ა.გ), 4:0 პრაისი (81), 5:0 მაგენისი (89)

1. ჩრდ. ირლანდია 4 2 1 1 7 1 6 7
2. ბელარუსი 4 1 3 0 2 1 1 6
3. ბულგარეთი 4 1 2 1 1 5 -4 5
4. ლუქსემბურგი 4 0 2 2 1 4 -3 2
0.116832