სხვა

20:17 | 15.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა: "დინამო თბილისმა" "იადრანთან" წააგო

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისი“ ისევ დამარცხდა.

ქართული გუნდი მეორე ტურში ხორვატიის „იადრანთან“ საკუთარ მოედანზე ვერაფერს გახდა და 10:16 წააგო.

პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო, მაგრამ მესამე პერიოდი ხორვატებმა 5:1 მოიგეს და ეს გარდამტეხი გამოდგა. „დინამოს“ რიგებში დუბლი შეასრულეს ბორის ვაპენსკიმ, სანდრო ადეიშვილმა და გიორგი მაგრაქველიძემ, ხოლო თითო გოლი საბა ტყეშელაშვილის, ბესო ახვლედიანის, ლუკა ჩიქოვანის და ველკო ტანკოსიჩის აქტივშია.

„დინამო თბილისს“ ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია და მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „რადნიჩკისთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114119