ნეაპოლელმა ჟურნალისტებმა პეპე იანიჩელიმ და ფრანჩესკო მაროლდამ „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების საკითხზე ისაუბრეს.
როგორც მათ აღნიშნეს, თუ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, „ნაპოლის“ კვარას შემცვლელი უკვე გუნდში ჰყავს - დავიდ ნერეში. შესაბამისად, ქართველის გაყიდვას კლუბი დათანხმდება.
პეპე იანიჩელი: „ნერეში არ შეიძლება პოლიტანოს შემცვლელად ჩაითვალოს. მისი ზრდა შეიძლება იყოს პასუხი მომდევნო ზაფხულს კვარაცხელიას გაყიდვაზე? ვინ გითხრათ, რომ ის არ არის კვარაცხელიას მემკვიდრე? ჩემი აზრით, ეს შეიძლება იყოს „ნაპოლის“ მხრიდან ძალიან სერიოზული და გონივრული სტრატეგია“.
ფრანჩესკო მაროლდა: „თუ კონტე ნერეშს მარცხენა ფლანგზე მოიაზრებს, ეს ძლიერი მესიჯია კვარაცხელიასთვის. გულშემატკივრების წარმოსახვაში ნერეში კვარას ბუნებრივი შემცვლელია და თუ კონტრაქტის განახლებაზე ვერ შეთანხმდნენ, „ნაპოლიმ“ შეიძლება იფიქროს ნერეშის დაწინაურებაზე მარცხენა გარემარბის პოზიციაზე. იმედი მაქვს, რომ კვარაცხელიას საკითხი მოგვარდება, მაგრამ კლუბმაც უნდა შეაფასოს ვარიანტები“.