სხვა

19:50 | 15.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

IOC-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს 2025 წლის იანვარში წარადგენენ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტობის კანდიდატებს ლოზანაში, 2025 წლის იანვარში, IOC-ის რიგგარეშე სესიაზე წარადგენენ.

IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა აგვისტოში განაცხადა, რომ თანამდებობაზე ახალი ვადით კენჭს არ იყრის.

დაახლოებით ერთი თვის წინ IOC-ის პრეზიდენტობის მსურველთა შვიდეული გამოქვეყნდა. მათ შორის არიან, მსოფლიო მძლეოსნობის (World Athletics) პრეზიდენტი, ბრიტანელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი სებასტიან კოე, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, იაპონელი მორინარი ვატანაბე, ველოსპორტის საერთაშორისო კავშირის (UCI) ხელმძღვანელი, ფრანგი დავიდ ლაპარტიენტი, თხილამურობისა და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციის (FIS) პრეზიდენტი, შვედი იოჰან ელიაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ესპანელი ხუან ანტონიო სამარანჩ-უმცროსი და IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრები - იორდანიის პრინცი, ფეისალ ალ-ჰუსეინი და ცურვაში ზიმბაბველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი კირსტი ქოვენთრი.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, სხდომა, რომელიც 2025 წლის 30 იანვარშია არის ჩანიშნული, IOC-ის წევრებს კანდიდატთა წინასაარჩევნო პროგრამის გაცნობის საშუალებას მისცემს. იმავე სხდომაზე 2028 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძელს გამოავლენენ.

IOC-ის საპრეზიდენტო არჩევნებს 2025 წლის მარტში საბერძნეთის ოლიმპია უმასპინძლებს. ახალი პრეზიდენტი თავის მოვალეობას 2025 წლის ივნისიდან შეუდგება.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115364