იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისრაელთან მატჩის (4:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მას დაუსვეს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ „სკუარდა აძურას“ ძალიან უჭირს კარის მშრალად შენახვა და გოლი ამჯერადაც გაუშვა:
„დაცვამ ისე ითამაშა, როგორც გვინდოდა, რომ გვეთამაშა. შეცვლაზე შემოსულებმაც კარგად ითამაშეს. შეცდომის დაშვება შეიძლება, მაგრამ მეტოქეს ბევრი მომენტი არ ჰქონია. გოლი დღესაც გავუშვით? კარგი იქნებოდა ყველა თამაშის 10:0 მოგება, მაგრამ მოედანზე მეტოქეებიც არსებობენ“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ერთა ლიგის A დივიზიონში თავის ჯგუფს ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულით ლიდერობს.