ფეხბურთი

15:39 | 15.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

არჩილ არველაძემ საქართველოს ნაკრების ზედიზედ ორ მარცხზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, არჩილ არველაძემ, საქართველოს ეროვნული გუნდის ზედიზედ ორ მარცხზე ისაუბრა. ჩვენებურებმა წინა დღეებში უეფას ერთა ლიგის ორივე თამაში წააგეს, ჯერ უკრაინასთან (0:1), შემდეგ კი ალბანეთთან (0:1).

„ალბანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების დამარცხებას სენსაციას ვერ დავარქმევ, მაგრამ თამაშის თვალსაზრისით ჩვენმა გუნდმა უკეთ ითამაშა, თუმცა ორივე გუნდს კარგი მომენტები ჰქონდა. ალბანეთის ნაკრები კარგად იდგა დაცვაში, მეტოქეს სივრცე არ დაუთმო და ძალიან მჭიდროდ ითამაშა ჩვენს საუკეთესო ფეხბურთელებთან.

საქართველოს გოლის გატანის შანსი რომ ჰქონოდა, სხვა ფეხბურთი იქნებოდა, მაგრამ ალბანეთი ასეთ დაცვით თამაშს დათანხმდა. მათ გაუმართლათ, რომ კონტრშეტევაზე გაიტანეს გოლი და შემდეგ კიდევ უფრო დაცულები გახდნენ. არავინ ელოდა, რომ ჯგუფურ ეტაპზე ორი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ორ მარცხს განიცდიდა.

გაშვებულ გოლში მამარდაშვილის ბრალი არ არის. ორჯერ დაეხმარა საქართველოს ნაკრებს ალბანეთთან მატჩში,“, - ციტირებს არველაძის სიტყვებს championat.com.

0.107062