საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე მატჩ ჩაატარა და გამარჯვება მოიპოვა.
გიორგი ჩიტაურის გუნდმა სომხეთის ნაკრები 3:1 დაამარცხა. ქართველები მეხუთე წუთზე გიორგი კობახიძის გოლით დაწინაურდნენ, ტაიმის მიწურულს კი, სომხები მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ.
მეორე ნახევარში ანდრია ბართიშვილმა სხვაობა გააორმაგა, რასაც დავიდ სიმონიანმა უპასუხა, თუმცა ბოლო წუთზე კობა კაკაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. სომხეთთან მოგებამდე იყო წაგებები სლოვენიის (1:2) და პოლონეთის 17-წლამდე ნაკრებებთან (0:3). საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ასპარეზობას ლიგა B-ში გააგრძელებს.
სომხეთი - საქართველო 1:3 (0:1)
საქართველო: ასანიძე, შათირიშვილი, ქობულიძე, კუპრავა, ხუციშვილი (კობახიძე 65), გეთიაშვილი, ჯაბურია (დიაკონიძე 80), კაკაშვილი, ბართიშვილი (გელაძე 89), ჯიქია (გვარჯალაძე 89), კობახიძე (კირვალიძე 65)
გოლები: 0:1 კობახიძე (5), 0:2 ბართიშვილი (57), 1:2 სიმონიანი (76), 1:3 კაკაშვილი (90)