ფეხბურთი

14:26 | 15.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტის“ მეკარემ დაასახელა ყველაზე რთული თავდამსხმელი, რომლის წინააღმდეგაც უთამაშია

„მანჩესტერ სიტისა“ და ბრაზილიის ნაკრების მეკარე ედერსონ მორაეშმა დაასახელა ყველაზე რთული თავდამსხმელი, რომლის წინააღმდეგაც ოდესმე უთამაშია.

„ბევრ თავდამსხმელს შევხვედრივარ, განსაკუთრებით პრემიერლიგაში. მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე რთული მეტოქე ჰარი კეინია.

ის ძალიან ეფექტურია, როგორც საჯარიმოში, ასევე მის გარეთ. როდესაც ის მოედანზე გადის, თვისებების უზარმაზარი დიაპაზონი გაჩნია. ასე რომ, ჩემი გადმოსახედიდან, ის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ“, - ციტირებს ედერსონის სიტყვებს ESPN.

ბრაზილიელი მეკარე „მანჩესტერ სიტიში“ 2017 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.122009